Thursday, April 27, 2023


  „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

„ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“ – „აფხაზური კატანტადან“ - ეს ფრაზა მეძახის, მიხმობს და აფხაზეთში მივყავარ. იქ სადაც მე არ ვყოფილვარ და მხოლოდ უფროსი თაობის მოგონებებში ვადევნებ თვალყურს. მოგონებები ვთქვი, მაგრამ ეს ის მოგონებებია რომელიც დღევანდელი, დროებითი დაშორების წუხილით აღბეჭდილა და სამომავლო, ერთობის იმედის სხივით ნათდება.

„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ - კვირეულის ფარგლებში სკოლაში ესეების კონკურსი გამოცხადდა. ამასთან ინტერესმა, სურვილმა, წუხილმა, მონატრებამ, იმედმა - ერთად გვიბიძგა, რომ თავი მოგვეყარა წლების მანძილზე „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთის“ ისტორიისთვის, კულტურისთვის, ტრადიციისთვის, მოსწავლეთა პროექტებისთვის,


ფოტოებისთვის, ელექტრონული რესურსებისთვის 
და კიდევ ბევრი რამისთვის, ყველაფერ იმისთვის რაც მიუხედავად დროებითი იძულებითი განშორებისა, აფხაზეთი ვერასოდეს ვერ იქნება ცალკე, მოწყვეტილად საქართველოს ერთიანი სხეულიდან. 

კონკურსის „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთის“ ფარგლებში თავი მოვუყარეთ წლების მანძილზე ჩვენს სკოლაში ჩატარებული აფხაზეთის კვირეულის დღეებში შექმნილ რესურსებს, ნახატებს, წერილებს, ლექსებს და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედს, აფხაზეთიდან „მაგნოლიების მიერ მოტანილ ამბებს“,  იმას, რომ „ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა როდი ვაფასებთ“, იმას, რომ „აფხაზეთო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“, იმას, რომ „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“. 

No comments:

Post a Comment